„ცხოვრებისეულ ქარიშხალში უფლის აღთქმას ჩაეჭიდეთ“

by მათე თხელიძე
303 ნახვა

ვხედავდით, როგორ ძლიერდებოდა ქარი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღე ჯერ კიდევ წინ იყო, ავბედითი პროგნოზი და გულის გამაწვრილებელი მოლოდინი ძვალსა და რბილში ატანდა. „ურჩხული გვიახლოვდება!“ – ვჩურჩულებდით მოლოდინით. „უბედურება ჩვენს კარზე აკაკუნებს და შიგნით შემოღწევას ლამობს!“ – მეორდებოდა გონებაში. 

ის გვიახლოვდება, მისი სუნთქვა სულ ახლოს ისმის, ნუთუ ისეთი საზარელი იქნება, როგორადაც აღგვიწერეს? ნუთუ უცაბედად, მტაცებელივით დაგვესხმება თავს, წალეკავს ჩვენს სანაპიროებს, მოსრავს და გაანადგურებს იმას, რაც გვიყვარს?

მას შემდეგ, რაც ნგრევის სურათები გონებაში დატრიალდება, ვიწყებთ წუხილს, უსუსურნი და გაღიზიანებულნი ვართ საკუთარ ფიქრებთან მარტოდ დარჩენილნი. რისი გაკეთება შეგვეძლო? სად არის ღმერთი ამ უბედურების დროს? სად არის იგი, როდესაც შტორმი შენს სიცოცხლეს ემუქრება?

მინდა შეგახსენოთ, რომ ღმერთი  თავისი აღთქმის უკან დგას. პირველივე თავიდან ბიბლია ამბობს, რომ ღმერთზე ვართ დამოკიდებულნი. ცხრაჯერაა გამეორებული  „ღმერთმა თქვა“ და ყოველთვის, როდესაც ღმერთი ამბობს, რაღაც ხდება. მისი ძლევამოსილი სიტყვით იქმნა ნათელი, მიწა, სანაპიროები და ქმნილებებით აივსო დედამიწა. ღმერთის სიტყვა ჭეშმარიტია და მისი აღთქმა – სარწმუნო. რასაც ის ამბობს – ხდება.

40-წლიანი მსახურების განმავლობაში მრავალი ქარიშხალი მინახავს და რაც ვისწავლე, ისაა, რომ შტორმის შუაგულში ყოფნისას ღმერთის აღთქმები ერთადერთი უსაფრთხო ღუზაა,

რომელიც ჩვენი სულისათვის ღუზასავით საიმედოა და მტკიცე, და აღწევს ფარდის მიღმა.

ებრაელთა 6:19

შეგიძლიათ, კვლავ გქონდეთ იმედი მას შემდეგ, რაც გამძვინვარებულ ქარიშხალსა და უზარმაზარ, აზვირთებულ ტალღებს საკუთარი თავის ზემოთ იხილავთ? შესაძლოა, ერთ დღეს ცვლილებებისა და გამოწვევების ქარმა დაბეროს და თქვენი რწმენის, ოჯახისა და ფინანსური მდგომარეობის საძირკვლის შერყევა სცადოს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთის აღთქმის „ღუზა” ღრმადაა დაფლული და შეუძლებელია მისი შერხევაც კი!

დაიხსომეთ ეს ოთხი წესი და მათი საშუალებით გაუმკლავდებით წუხილსა და სიძნელეებს:

ყუჩეთ, გაიგეთ, რომ ის არის ღმერთი! ის აქ არის და იცის თქვენი ტკივილის შესახებ. ღმერთი, გარკვეული დროით, ერთ-ერთი ჩვენგანი ხდება, ეს აზრი გასაოცარი და უბრალოა. ოდესმე გიფიქრიათ, გისმენთ თუ არა ღმერთი? დიახ, ის გისმენთ.  ოდესმე გიფიქრიათ, რომ დაუსაბამო შემოქმედს უთვალავი წლის განმავლობაში ესმის ჩვენი დრტვინვა და სათხოვრები? გირჩევთ, უფრო მეტი იფიქროთ აღთქმულზე, რომელიც იესოს სახით მოგვივლინა ღმერთმა, მას შეუძლია თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში.

ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.

ებრაელთა 4:15

ოიგეთ ომი სასოწარკვეთილებასთან, ლოცვის მეშვეობით. როდესაც ცხოვრება დაგთრგუნავთ, შესთხოვეთ მას, ვისაც ყველაფერზე აქვს ძალაუფლება და იცოდეთ, რომ ის თქვენთვის შუამდგომლობს. შეგისრულებთ თუ არა, რასაც სთხოვთ? შესაძლოა. შესაძლოა, იმაზე მეტიც გააკეთოს, ვიდრე წარმოიდგენდით. მტკიცედ გჯეროდეთ აღთქმის, „რადგან დიდი ძალა აქვს მართლის ძლიერ ლოცვას“  და იფიქრეთ, რომ იესო სწორედ ახლა, ამწუთას, რა განსაცდელსაც არ უნდა გადიოდეთ, იქაა და თქვენი სახელით ლაპარაკობს; ზეციერ მამას შესთხოვს თქვენთვის, რათა კურთხეულნი იყოთ. თქვენ მარტო არ შეებრძოლებით ქარიშხალსა და თქვენ წასალეკად გაშმაგებულ ტალღებს. ის ღვთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს ჩვენთვის.

…ღვთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს კიდეც ჩვენთვის.

რომაელთა 8:34

რთობლიობა მაშინ, როდესაც ცხოვრება ჩვენს დაცალკევებას ცდილობს. გამოწვევების დროს ჩვენ ვშორდებით ერთმანეთს ან ვერთიანდებით. ერთ-ერთი მშვენიერი რამ, რაც შეიძლება უბედურების დროს გააკეთოთ, არის თანაგრძნობის გამოჩენა და ზრუნვა მოყვასზე, ბარიერების გადალახვა და ხიდების აგება. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ჩვენგანი უძვირფასესია და ღმერთმა შეგვქმნა თავის ხატად და მსგავსად

თქვა ღმერთმა: ‘შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე’.

დაბადება 1:26

ა რადგან ბოროტება არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ მას გამარჯვება შეუძლია! რა თქმა უნდა, გვირჩევნია, ისეთი ცხოვრება გვქონდეს, რომელშიც ქარიშხალი არ იარსებებს, თუმცა მაინც მოგვიწევს, ეშმაკზე ვიყოთ დამოკიდებული, როდის მოისურვებს ჩვენი სიმშვიდის თავისი ეჭვებითა და შიშით დარღვევას; მაგრამ გამხნევდით, ღმერთი გაიმარჯვებს! ეშმაკის დღეები დათვლილია. ისეთ წუთებში, როდესაც ყოველივე კარგი განწირული ჩანს, არ იდარდოთ. ერთი რამ შეახსენეთ ბოროტს:

ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას…

რომაელთა 16:20

მის შემდეგ, რაც მაშველ თოკს ჩაეჭიდებით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა უფრო ძლიერია, უფლის აღთქმა თუ ის, რაც თავს დაგატყდათ?” შესაძლოა, უბედურება ათასობით ადამიანს დაატყდეს თავს, ან შესაძლოა, პირადი ბრძოლა გვქონდეს, რომლის შესახებაც არავინ იცის; მაგრამ ღმერთი ხედავს თქვენს გულს და თქვენს ბრძოლას. მან იცის და  ის ზრუნავს თქვენზე. ქარიშხალი აუცილებლად მოვა, ჩემო მეგობარო, მაგრამ როდესაც ასე მოხდება, ღმერთის აღთქმებს მტკიცედ ჩაეჭიდეთ; რადგან მისი სიტყვა უცვლელია, თქვენი იმედიც შეურყეველი იქნება. მას უნდა, რომ სიძნელეების დროს გაგამხნეოთ და გაგიძღვეთ შინისკენ, უსაფრთხო ნავსადგურისკენ.

როდესაც ქარიშხალი ამოვარდება, მხოლოდ ღმერთს ჩაეჭიდეთ…

მაქს ლუკადო


ამავე კატეგორიის