fbpx

„წმინდად შეინახე თავი“

by მათე თხელიძე
156 ნახვა

ფარისევლები არ იყვნენ ბედნიერი ადამიანები. დადიოდნენ წარბშეყრილნი, დაძაბულნი, გაღიზიანებულნი. ისინი გულისწყრომით, სიძულვილით, ცრურწმენებით, ბოღმით იყვნენ აღსავსენი. რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ მათ დაკარგეს ღმერთისეული შეხედულება გულის სისუფთავის შესახებ. ისინი ფიქრობდნენ, რომ საკმარისი იყო რჯულის დაცვა, მაგრამ ეს არ იყო ღმერთის გეგმა.

ეს არ წარმოქმნიდა სიწმინდეს მათ გულებში. ამას მათთვის ბედნიერება არ მოჰქონდა. იესო ქადაგებდა, რომ ღმერთი გაცილებით უფრო ღრმად ჭვრეტდა და გაცილებით მეტს ხედავდა ადამიანების გარეგნული ქცევის მიღმა. უფალი ხედავს და იკვლევს გულს. უფლისათვის გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, ვიდრე მისი გარეგნული ქცევები. ის აკვირდება შენი გულის მოტივებს, ფიქრებსა და ზრახვებს.

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის