„არასოდეს დანებდე!”

by მათე თხელიძე
618 ნახვა

…ბოლომდე მომთმენი გადარჩება.

მათე 10:22

არავის შეუძლია, გაიძულოთ დანებება; ამ გადაწყვეტილებას თავად იღებ. ასე რომ, ნუ გააკეთებ ამას…

საზღაური, რომელსაც გამარჯვებისას მივიღებთ, როგორც ამ ცხოვრებაში, ასევე მომავალშიც – გაცილებით მეტია, ვიდრე ის სირთულენი, რომელთა წინაშე დგომაც გიწევს. როგორც იესომ თქვა, ბოლო კეთილი იქნება.

ჩვენ გვმართებს, მყარად ვიდგეთ და არ დავთმოთ რწმენა, რადგან გაღმა ნაპირზე გამარჯვება და კმაყოფილება გველის. როგორც იაკობი წერს:

ნეტარია კაცი, რომელმაც დაითმინა განსაცდელი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარულთ.

იაკობი 1:12

შენში ჩადებულია ღმერთისმიერი მადლი, ბუნება, მახასიათებლები და სისავსე. შენ ერთი ხარ მასთან; შენ ქრისტეს სხეულის ნაწილი ხარ. თავი (იესო) არასოდეს მარცხდება, ასევე უნდა იყოს მისი სხეულიც.

ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი.

მე-2 კორინთელთა 4:8

ჩვენ ქრისტეს სხეული ვართ, ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენ არ ვწყვეტთ!

შენ იმისთვის ხარ შექმნილი, რომ წარმატებული იყო. ნურასოდეს იფიქრებ, რომ ღმერთმა თავი დაგანება. ის ამას არასოდეს გააკეთებს. მოისმინე აღთქმა:

ერთგულია ღმერთი, რომელმაც მოგიწოდათ მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან მოზიარეობისათვის.

1-ლი კორინთელთა 1:9

განა ეს დიდებული აღთქმა არ არის? ღმერთი არასოდეს დაგანებებს თავს და შენც იყავი შეუპოვარი.

და რა იქნება ჩვენი შეუპოვრობის საზღაური? ის, რასაც თავად ღმერთი ამბობს:

ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეებს, მას მივცემ ხელმწიფებას წარმართებზე.

გამოცხადება 2:26

ჯონ ბევირი


ამავე კატეგორიის