„დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში…“

by მათე თხელიძე
300 ნახვა

დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისაგან, იესო ქრისტესაგან, წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის.

იუდა 21

ბიბლია არის გამოცხადება იმის შესახებ, რომ ღმერთი სიყვარულია. ბევრ ადამიანს არასწორად ესმის ღმერთის ბუნების ის ატრიბუტი, რომელიც არის სიყვარული. „ღმერთი სიყვარულია“ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად და ლამაზად არის და ყველა ბედნიერია, რომ ღმერთის სიყვარულს არ შეუძლია დაუშვას ადამიანთა დასჯა ცოდვების გამო.

სამართლიანობაზე ქადაგებისას ვქადაგებთ სიყვარულით შეზავებულ სამართლიანობაზე. სიმართლეზე ქადაგებისას ვქადაგებთ სიყვარულზე დაფუძნებული სიმართლეზე. შენდობის მსხვერპლის შესახებ ქადაგებისას ვქადაგებთ შენდობის მსხვერპლზე, რომელიც ეფუძნება სიყვარულს, რომელიც სიყვარულითაა უზრუნველყოფილი, სიყვარულითაა მოცემული, სიყვარულითაა დასრულებული და სიყვარულის აუცილებლობითაა გამოწვეული.

იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ ქადაგებისას ჩვენ ვქადაგებთ სიყვარულის სასწაულის შესახებ. ქრისტეს მეორედ მოსვლაზე ქადაგებისას ჩვენ ვქადაგებთ სიყვარულის აღსრულებაზე.

მნიშვნელობა არ აქვს, რა ცოდვა გაქვს შენ ჩადენილი, ან რამდენად საშინელი, ჭუჭყიანი ან სამარცხვინო შეიძლება იყოს იგი, ღმერთს შენ უყვარხარ. ღმერთის სიყვარული განუზომელი, შეუცდომელი და უსაზღვროა!

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის