„დედის გავლენა“

by მათე თხელიძე
480 ნახვა

დგებიან მისი შვილები და ლოცავენ დედას…

იგავნი 31:28

მხოლოდ ღმერთს შეუძლია სათანადოდ დააფასოს ის, თუ როგორ გავლენას ახდენს ქრისტიანი დედა თავისი შვილების ხასიათის ჩამოყალიბებაზე.

კაცობრიობის ისტორიაში მრავალ გამორჩეულ და კეთილშობილ პიროვნებას კარგი, ღვთისმოშიში დედა ჰყავდა. ცნობილია, რომ ჯორჯ ვაშინგტონის დედა დიდად ღვთისმოსავი ქალი გახლდათ, უოლტერ სკოტის დედა – მუსიკისა და პოეზიის მოყვარული. ისიც ცნობილია, რომ ნერონის დედა მკვლელი იყო.

განუზომელია დედის გავლენა შვილების ცხოვრებაზე. შვილები ხედავენ და ღრუბელივით იწოვენ დედის მაგალითს და ქცევას; ღვთისმოსავი დედისგან სწავლობენ პატიოსნებას, გულწრფელობას და სიკეთეს.

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის