„მარადისობისათვის შექმნილნი“

by ნინო ხუროშვილი
137 ნახვა

ამქვეყნიური ცხოვრება ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. მიწიერი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ საწვრთნელი დროა მარადისობაში გადასვლის წინ.

ადამიანს აქვს თანდაყოლილი ინსტინქტი − უკვდავების წყურვილი. ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შეგვქმნა და მარადიული ცხოვრებისთვის დაგვადგინა. ჩვენი ამჟამინდელი სხეული დროებითი თავშესაფარია ჩვენი სულისათვის.

რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული.

მე-2 კორინთელთა 5:1

მომავალ ცხოვრებაში მხოლოდ ორი ალტერნატივა არსებობს: ზეცა ან ქვესკნელი. თქვენ მიერ ღმერთთან დამყარებული ურთიერთობა იქნება მარადისობაში მასთან ურთიერთობის განმსაზღვრელი.

რისი მსგავსი იქნება ჩვენი ცხოვრება მარადისობაში? ადამიანის გონებას უბრალოდ არ ძალუძს ზეციურ სასწაულთა აღქმა და გაცნობიერება საკუთარი გონებით.

ბიბლიაში ნათქვამია:

რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ.

1-ლი კორინთელთა 2:9

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის