შეხედეთ საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ ეკლესიას. თქვენ ბევრ ქრისტიანს ხედავთ, რომლებიც ცდილობენ, უფრო და უფრო მეტად შეიცნონ ღმერთი, ნამდვილად ახლოს გაიცნონ იგი? თუ ხედავთ ათასობით ადამიანს, რომლებიც „დაწყებით კლასებში“ მიღებული ცოდნით ებრძვიან „მოზრდილ“ ცოდვებს?
შეიძლება თქვათ: „მოიცადე, რა ვთქვათ თეოლოგიის იმ დოქტორებზე, რომლებიც გაუნათლებელ ადამიანებზე მეტად სჩადიან მრუშობის ცოდვას?“ ამაზე ვუპასუხებ იმას, რომ ისინი უფრო მეტადაც სცოდავენ. რატომ ხდება ასე? რადგან ისინი არ იცნობენ ღმერთს.
შეიძლება ასწავლოთ თეოლოგია დღეში ათი საათის განმავლობაში მთელი 40 წელიწადი მიყოლებით და არ იცნობდეთ ღმერთს, როგორც შესანიშნავ და ადამიანისათვის ყოველივე საჭიროს მიმცემ უფალს, როგორც ცხოვრებაში ყველაზე ძვირფას საგანძურს.
თესალონიკელთა მიმართ პირველ წერილში ღმერთის შემეცნების შესახებ წერია. ისინი არ იცნობდნენ უფალს. არ იცნობდნენ მას, როგორც უსაზღვროდ ფასეულ, უსაზღვროდ მშვენიერ, უსაზღვროდ მაკურთხებელ ღმერთს. მის მარჯვენაში გაცილებით მეტი კურთხევაა, მის თანდასწრებაში გაცილებით მეტი სიხარულია, ვიდრე 10 000 სქესობრივ კავშირში. ეს თუ იცით, მაშ, ცოდვა ყოველგვარ ძალაუფლებას კარგავს თქვენს ცხოვრებაში.