ნერვიულობის ნაცვლად გაიხსენე, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი გყავს

by თამუნა ბაღდავაძე
648 ნახვა

მაშინ, როდესაც რთული პერიოდი გაქვთ ცხოვრებაში, ნერვიულობა ბუნებრივი ადამიანური რეაქციაა; მაგრამ ღმერთს სურს, რომ არ ნერვიულობდეთ, არამედ თაყვანს სცემდეთ მას. ღმერთის თაყვანისცემის ერთ-ერთი საშუალებაა ‒ გწამდეთ იმის, თუ ვინ არის უფალი და რისი გაკეთება შეუძლია მას.

მე-2 ნეშტთა წიგნში მეფე იოშაფატი და ისრაელი რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. სამი მტრული ერი მოდიოდა მათზე საომრად.

მიუხედავად იმისა, რომ მას ეშინოდა, მეფის პირველი რეაქცია იყო, შეეგროვებინა თავისი ხალხი სალოცავად. ის იდგა მთელი ერის წინაშე და ხმამაღლა ლოცულობდა. მისი ლოცვა შესანიშნავი ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა ვილოცოთ, როდესაც დაძაბული და დათრგუნულები ვართ.

უპირველესად, როდესაც თქვენ ლოცულობთ მძიმე დროს, შეახსენეთ საკუთარ თავს, თუ ვინ არის ღმერთი. ყურადღება მიაპყარით მის ძალას, ხასიათსა და ძლევამოსილებას. ღმერთს ძალუძს, გაუმკლავდეს ნებისმიერ რამეს, იმის ჩათვლით, რასაც ახლა თქვენ გადიხართ.

მათეს სახარების 19:26-ში იესო ამბობს: „ღმერთის მიერ ყოველივე შესაძლებელია.“

მეფე იოშაფატმა იცოდა, რომ ეს სიმართლე იყო. მან ეს შეახსენა თავის თავს, როდესაც ლოცულობდა: „განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში? განა შენ არ ბატონობ ხალხთა ყველა სამეფოში? შენს ხელთ არ არის ძალა და სიმტკიცე? არავინ არის, წინ რომ აღგიდგეს.“ (მე-2 ნეშტთა 20:6).

მეფის მტერი მასზე მოდიოდა გასალაშქრებლად, მაგრამ მან გადაწყვიტა, თავისი მზერა მოეწყვიტა პრობლემისგან და ამის ნაცვლად ყურადღება მიექცია ღვთის ძალასა და ძლიერებაზე. მან შეახსენა თავის თავს, თუ ვინ იყო ღმერთი.

მას შემდეგ, რაც გაიხსენებთ, ვინ არის ღმერთი, შეახსენეთ თქვენს თავს ის, რაც მან უკვე მოიმოქმედა. გაიხსენეთ, როდესაც ღმერთი ეხმარებოდა სხვა ადამიანებს და როდესაც დაგეხმარათ თქვენ. ამის გახსენება მოგცემთ დაჯერებულობას იმაში, რომ ღმერთი გაუმკლავდება იმას, რასაც თქვენ ეჯახებით ახლა.

მაშინ, როდესაც მეფე იოშაფატი ლოცულობდა: „განა შენ არ განდევნე ამ ქვეყნის მცხოვრებნი შენი ერის, ისრაელის, თვალწინ?“ (მე-2 ნეშტთა 20:7), ის იხსენებდა, თუ როგორ გამოიყვანა მოსემ ისრაელიანები ეგვიპტიდან.

იოშაფატმა შეახსენა თავის თავს ის, რომ ღმერთი დაეხმარა ადრე ისრაელს, რომ განედევნა თავისი მტრები. ამან მას თავდაჯერებულობა შემატა, რომ ღმერთი ამას ისევ გააკეთებდა.

რაზე ნერვიულობთ და დარდობთ დღეს? იმის ნაცვლად, რომ ინერვიულოთ, გაატარეთ გარკვეული ხანი ლოცვაში და გაიხსენეთ, ვინ არის ღმერთი და რა გააკეთა მან. დამიჯერეთ, ის დაგეხმარებათ ‒ გაუმკლავდეთ ნებისმიერ რამეს, რასაც არ უნდა შეეჯახოთ.

იფიქრეთ და გააკეთეთ:

ეცადეთ, გაიგოთ მეტი იმაზე, თუ ვინ არის ღმერთი და რა გააკეთა მან?

შეადგინეთ გონებაში ან ჩამოწერეთ ფურცელზე ღმერთის ხასიათის სხვადასხვა მხარის სია და ის, თუ როგორ მოქმედებდა ის მათ ფონზე.

რაზე ნერვიულობთ დღეს? როგორ გეხმარებათ ზემოთ მოცემული სია, გწამდეთ იმის, რომ ღმერთს შეუძლია ‒ მოაგვაროს თქვენი საზრუნავი და პრობლემა?

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის