„ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს…”

by მათე თხელიძე
199 ნახვა

ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს…

ებრაელთა 10:25

არ ვაპირებ თქვენთან კამათს იმის შესახებ, რომ ბუნება თავად შთაგვაგონებს ღმერთზე ფიქრებს. დავითმა თქვა:

ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.

ფსალმუნი 18:1

ამავდროულად, ვერაფრით განუგეშებთ, თუ თქვენ მიტოვებული გაქვთ უფლის სახლი.

ბიბლია ამბობს:

…ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გაწირა მისთვის…

ეფესელთა 5:25

თუკი ჩვენმა უფალმა ეკლესია იმდენად შეიყვარა, რომ თავი გაწირა მისთვის, ჩვენც იმდენად უნდა ვცემდეთ პატივს ეკლესიას, რომ მის გვერდით ვიყოთ და ყოველთვის ვესწრებოდეთ ღვთისმსახურებებს.

თეოდორ რუზველტმა ერთხელ ასეთი რამ თქვა: „შეგიძლია ღმერთი ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს განადიდო, მაგრამ შეუძლებელია ასე მოიქცე მანამ, სანამ თავდაპირველად არ ისწავლი უფლის თაყვანისცემას და განდიდებას ერთ გარკვეულ ადგილას, ერთ გარკვეულ დროს.“

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის