„სინათლეში სიარული“

by მათე თხელიძე
290 ნახვა

მე, ნათელი, მოვედი ქვეყნად, რათა არც ერთი მათგანი, ვისაც მე ვწამვარ, არ დარჩეს ბნელში.

იოანე 12:46

ეს ქვეყნიერება ღამის წყვდიადივით ბნელია. იესო მოვიდა იმისათვის, რათა რწმენის მეშვეობით გვქონდეს სინათლე და მეტად აღარ ვისხდეთ იმ წყვდიადში, რომელიც მთელ კაცობრიობას ფარავს.

თუ ჩვენ გვწამს იესო ქრისტესი, ჩვენ აღარ ვისხდებით სიკვდილის ბნელ ჩრდილში, არამედ შევალთ დღის თბილ სინათლეში, რომელიც არასოდეს სრულდება. მაშინვე რატომ არ უნდა გამოვიდეთ ამ სიბნელიდან?!

შეიძლება ზოგჯერ ღრუბელი ტრიალებს ჩვენს თავს ზემოთ, მაგრამ ჩვენ არ დავრჩებით სიბნელეში, თუ იესო ქრისტესი გვწამს. იგი მოვიდა, რათა ჩვენთვის დღის სინათლე მოეცა. მისი მოსვლა ფუჭი ხომ არაა ჩვენს ცხოვრებაში? თუ ჩვენ გვაქვს რწმენა, ჩვენ გვაქვს დღის სინათლის პრივილეგია. მოდით, ვისიამოვნოთ ამ პრივილეგიით. იესო იმისათვის მოვიდა, რომ გაგვათავისუფლოს წყვდიადისათვის დამახასიათებელი უზნეობის, უგუნურების, ეჭვის, სასოწარკვეთილების, ცოდვისა და შიშისგან. და ყველა მორწმუნე გაიგებს, რომ უფლის მოსვლა ფუჭი არ ყოფილა, ისევე, როგორც მზე არ ამოდის ფუჭად და ავრცელებს სინათლეს და სითბოს.

ჩამოიბერტყეთ თქვენი დეპრესია, ძვირფასებო. სიბნელის ნაცვლად დარჩით სინათლეში. იესოშია იმედი, სიხარული, ზეცა. უყურეთ მას, მხოლოდ მას და გაიხარეთ ისევე, როგორც პატარძალი ხარობს და როგორც ანგელოზები ხარობენ ღვთის ტახტის წინაშე.

ჩარლზ სპერჯენი


ამავე კატეგორიის