ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხილის ხე ღმერთის სახლში, მე ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.
გადაშალე ბიბლია და წაიკითხე შესანიშნავი ისტორიები იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც ყველასგან მიტოვებულნი იყვნენ, მაგრამ ცოცხალი და სასწაულმოქმედი ღმერთი იყო მათთან და ამიტომ მოიმოქმედეს დიდებული საქმენი.
იოსები ცხოვრობდა ეგვიპტეში. ცოდვებით იყო ის გარემოცული. ბატონის ცოლი მის შეცდენას ცდილობდა. უსამართლოდ იყო დატყვევებული ციხეში, მაგრამ ყველა განსაცდელში ის ღვთის ნებას ეძიებდა, რათა აღესრულებინა იგი.
იოსები დღესაც შესანიშნავი მაგალითია იმ ადამიანისა, რომელმაც, ღვთის ძალითა და შეწევნით, ყველა განსაცდელს გაუძლო და გამარჯვებული გამოვიდა.