ღმერთი განსაკუთრებით ახლოს არის ჩვენთან, როცა სნეულების სარეცელზე ვწევართ. ღმერთი შეგვეწევა ამ ძნელბედობისას და ჩვენ გვერდით იქნება; გვაგრძნობინებს, რა სათუთად ზრუნავს ჩვენზე.
ის გვიადვილებს ყოფას სნეულებისას და გვწმენდს ყოველ ცრემლს. ასეთ დროს ის თავის დიდ სიყვარულს ამჟღავნებს ჩვენდამი.
მითხარით, რატომ სხლავს მებაღე ვარდის ბუჩქებს და ხანდახან, რატომ აცილებს ნაყოფიერ რტოებსაც კი? გეტყვით, რატომ ხვდება სნეულება ღვთის ხალხს. ღვთის ხელი ყოველთვის ზუსტად მოქმედებს. მას არასოდეს აუცდება ხელი. ის არასოდეს უშვებს შეცდომებს, მისი ხელის თითოეული მოძრაობა ჩვენდა სასიკეთოდ არის.
ხშირად ის ფორმას გვიცვლის და ნაყოფიერ რტოებსაც გვაცლის, თითქოს ვმახინჯდებით, მაგრამ ეს ყოველივე ჩვენდა სასიკეთოდ არის. ხშირად სწორედ ამის მეშვეობით ვსწავლობთ მორჩილებას.