რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმინდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ.
მრავალი სირთულე, რომელთაც ჩვენ, ქრისტიანები, ვაწყდებით ცხოვრებაში, გამოწვეულია იმით, რომ ნაკლებად ვკითხულობთ და შევისწავლით წმინდა წერილს.
ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ერთი თავის წაკითხვით იმისათვის, რომ ჩვენი სინდისი გავაჩუმოთ. ღრმად ჩაიმარხე ღვთის სიტყვა გულში!
კარგად გაცნობიერებული და გამოყენებული წმინდა წერილის მცირე ულუფა გაცილებით უფრო დიდი სარგებლის მომტანია სულისათვის, ვიდრე აჩქარებით მიღებული დიდი ულუფა.
იმედი ნუ გაგიცრუვდებათ, ვინაიდან ვერ შეძლებთ ერთდროულად მიღებული დიდი დოზის გაგებას და ბოლომდე ჩაწვდომას. განაგრძეთ კითხვა. კითხვისას სულიწმიდა გაგიცხადებთ იმ სიტყვების მნიშვნელობას, რომელთაც კითხულობთ. წმინდა წერილის კითხვა განწმენდს ჩვენს გულსა და გონებას.