„ჩვენი არასრული სახარება“

270 ნახვა

როდესაც საქმე ცოდვილის გადარჩენას ეხება, ხშირად ჩვენ მხოლოდ ეს ციტატა მოგვყავს წერილიდან:

თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები.

რომაელთა 10:9

ჩვენ ვეუბნებით ადამიანებს, რომ მათ სჭირდებათ მხოლოდ ის, რომ წარმოთქვან მაგიური ლოცვა და ისინი გადარჩენას მიიღებენ. რატომ არ მოგვყავს იესოს სიტყვები:

რატომ მიწოდებთ, ‘უფალო, უფალო!’ და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?

ლუკა 6:46

სიტყვა “უფალი” უმაღლეს ბატონს, მფლობელს ნიშნავს. ამრიგად, იესო ამბობს: ნუ მიწოდებთ ბატონს, თუ ისევ საკუთარი თავის ბატონებად რჩებით! ყოველი, ვინც იესოს უფალს უწოდებს, როდი შევა ცათა სასუფეველში, ეს, გარკვეულწილად, იმას ნიშნავს, რომ “გადარჩენილის ლოცვა” არ არის გარანტირებული გზა ზეცისკენ… მაშ, ვინ შევა ცათა სასუფეველში? იესო პასუხობს

ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.

მათე 7:21

არა მხოლოდ იესოს აღიარება უფლად, არამედ ღმერთის ნების შესრულება მიგვიყვანს ზეცაში. ერთადერთი საშუალება მისი ნების აღსრულებისთვის ესაა – მადლი, რომელსაც გვაძლევს, როდესაც თავს ვიმდაბლებთ, უარვყოფთ საკუთარ ცხოვრებას და ვიღებთ მას ჩვენს მხსნელად და უფლად… აღიარება ადვილია, მაგრამ ქრისტიანობის უფრო რთული ნაწილი საკუთარი თავის იესოს რეალური ბატონობისადმი დაქვემდებარებაში მდგომარეობს.

ჯონ ბევირი


ამავე კატეგორიის