„განწმენდა“

by მათე თხელიძე
444 ნახვა

გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გამოვახურვებ, როგორც ვერცხლს გამოახურვებენ, და გავწმენდ მათ, როგორც ოქროს აწმინდავებენ. მაშინ მოუხმობენ ჩემს სახელს, და მეც მოვუსმენ მათ და ვიტყვი: ‘ეს არის ჩემი ერი;’ და იტყვიან ისინი: ‘უფალია ჩვენი ღმერთი!’

ზაქარია 13:9

მადლი გარდაგვქმნის ძვირფას ლითონად და შემდეგ ამას მოჰყვება ცეცხლი და ღუმელი, როგორც საჭირო შედეგი. არის ეს ჩვენს ცხოვრებაში? ო, უფალო, ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, რომ შენს ღუმელში ვიქნეთ ჩაგდებულნი, ვიდრე შენი თანდასწრებიდან განდევნილნი.

ცეცხლი მხოლოდ წმენდს; ის არ ანადგურებს. ჩვენ უნდა გავიაროთ ცეცხლი, მაგრამ არ დავრჩეთ მასში. ღმერთი აფასებს თავის ხალხს, როგორც ვერცხლს და ამიტომ იგი ცდილობს, რომ მოგვაშოროს ყოველგვარი უწმინდურება. თუ ჩვენ ბრძენნი ვართ, ჩვენ უფრო მეტად მოხარულნი უნდა ვიყოთ განწმენდის პროცესით, ნაცვლად იმისა, რომ უარი ვთქვათ მასზე. უნდა ვლოცულობდეთ, რომ ყოველგვარი ხინჯი მოშორებულ იქნეს ჩვენგან და არა ის, რომ თავი დავაღწიოთ ამ ქურას (განსაცდელს).

ო, ღმერთო, შენ განგვწმიდე! ჩვენ მზად ვართ, რომ დავდნეთ შენი მძვინვარე ცეცხლის წინაშე, რადგანაც ეს არის შენი გზა და შენი გზა საუკეთესოა. გაგვამაგრე განსაცდელის დროს და დაასრულე ჩვენი განწმედის პროცესი და ჩვენ შენი ვიქნებით სამარადისოდ.

ჩარლზ სპერჯენი


ამავე კატეგორიის