„დააფასე შენი მეუღლე“

by მათე თხელიძე
914 ნახვა

ერთ საღამოს, იმის შემდეგ, რაც ჩვენ, ჩვეულებისამებრ, ვიჩხუბეთ, მე ქარიშხალივით გამოვვარდი სახლიდან. გაბრაზებული ვიყავი ლიზაზე და მაშინვე ღმერთთან წუწუნი დავიწყე. მე ვტიროდი ღმერთის წინაშე, მივუთითებდი ლიზას ნაკლოვანებაზე და იმაზე, რომ არ შეეძლო ყოფილიყო შორსმჭვრეტელი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ღმერთმა მომიგდო (შემომაპარა) ცოლი, რომელიც არ მიჭერს მხარს და მაკრიტიკებს ყოველგვარი საბაბის გარეშე. „როგორ შემიძლია მასთან ცხოვრების გაგრძელება“, – ვფიქრობდი მე.

არასდროს დამავიწყდება, როგორ მიპასუხა ღმერთმა. სულიწმიდამ ერთი სიტყვაც არ მითხრა, რომ მას ვებრალებოდი და რომ ის წუხდა ჩემ გამო, მას სულაც არ გამოუხატავს თანაგრძნობა ჩემს სასოწარკვეთილებაში. სულიწმიდამ წყნარად ჩამჩურჩულა: „შვილო, იფიქრე იმაზე, თუ რას აფასებ ლიზაში და შემდეგ მადლობა გადამიხადე ამ თვისებისთვის.“

მე ვიფიქრე გარკვეული დრო და ბოლოს ძლივს ამოვღერღე: „ის კარგი დედაა.“ როგორც კი წარმოვთქვი ეს სიტყვები, ვიგრძენი, რომ ჩემი სულის სიღრმეში სიცოცხლემ დაიწყო დუღილი. ღმერთმა მთხოვა, კიდევ გამეხსენებინა რამე. „უფალო, მადლობა შენ, რომ ის შესანიშნავი მზარეულია, ვთქვი მე. – გმადლობ, რომ ის ლამაზია.“ სიტყვები მოედინებოდნენ ჩემი ბაგეებიდან და მე მადლიერებითა და ტყვიამფრქვევის სიჩქარით დავიწყე ლიზას ყველა კარგი თვისების ჩამოთვლა. მე უკვე აღარ ვბრაზობდი მასზე, მე ჩემს თავზე ვბრაზობდი! ვფიქრობდი: „შენ უბრალოდ იდიოტი ხარ! შესანიშნავი ცოლი გყავს, შენ კი მას არამზადასავით ექცეოდი.“ უეცრად, ტკივილით გავაცნობიერე, თუ როგორ საშინლად ვიქცეოდი ცოლთან. ის ჩემი რჩეული და ჩემი შვილების დედა იყო, ის იყო სრული კურთხევა ღვთისგან, მე კი მას ისე ვექცეოდი, როგორც დაბრკოლებას ჩემი მოწოდებისკენ სავალ გზაზე. როდესაც სახლიდან გამოვრბოდი, ჩვენ აღარ გვსურდა ერთმანეთის დანახვა, ახლა კი მინდოდა მივსულიყავი მასთან და მეთქვა, თუ როგორი მადლობელი ვარ მისთვის. მე გავვარდი სახლისკენ და ვფიქრობდი ჩემთვის, რომ შესაძლოა, ის სულაც არ შემხვედროდა კარგად, მაგრამ მე უნდა მეთქვა, როგორი მადლობელი ვარ ღმერთის მის გამო.

როდესაც სახლში შევედი, მე ჩემს ცოლს მივუახლოვდი და ვუთხარი: „ლიზა, მაპატიე! მე ნაძირალა ვარ. გთხოვ, მაპატიე. შენ შესანიშნავი დედა და მშვენიერი ცოლი ხარ, ჩემი გულის სურვილი ხარ“. მე ვუამბე მას იმის შესახებ, თუ რა გამახსენა ღმერთმა, შემდეგ კი ვაქებდი მას ყველა შესანიშნავი თვისებისა და ნიჭის გამო. სიტყვები მდინარესავით მოედინებოდა.

სანამ ვსაუბრობდი, ლიზა რბილდებოდა და ბოლოს ტირილი დაიწყო.

მე არ ვიცოდი, რომ სანამ სახლში არ ვიყავი, ის ლოცულობდა და ამბობდა: „ღმერთო, თუ შენ დააბრუნებ ჯონს სახლში და ის პატიებას მთხოვს, მე ისევ გავხსნი ჩემს გულს მისთვის.“

ჯონ ბევირი


ამავე კატეგორიის