…სინათლე მოვიდა ქვეყნად და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა…
მსოფლიოში დღეს არსებული რთული სიტუაცია შეიძლება ერთი წინადადებით შეფასდეს: „ნათელი ბნელში ანათებს, მაგრამ ბნელი მიხვდა, რომ ის ნათელი სრულებითაც არ არის.“
აღდგომის ნათელი კვლავაც ანათებს, მაგრამ ადამიანებმა უარი თქვეს, გახდნენ სამკურნალო სხივები სხვათა მიტევებისთვის, გამოსყიდვისა და ხსნისთვის. დღეს მსოფლიოში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობა უარყოფს ქრისტეს. შედეგად, ადამიანი ხელის ცეცებით მიდის სულიერ სიბნელეში ნგრევისკენ, განკითხვისა და ჯოჯოხეთისკენ.
უკუნეთი სიბნელე იდგა და სამყაროს შექმნისას ღმერთმა თქვა: „დაე, იყოს ნათელი!“ შენი გონება თუ დაბნელებულია, პარალიზებულია და დამძიმებული სულით ცხოვრობ, ღმერთს შეუძლია – შეაღწიოს მასში თავისი სინათლით, შემოაბრუნოს სიბნელიდან სინათლისკენ შენი ცხოვრება, თუ თქვენ მისცემთ მას ამის საშუალებას. ბევრი თქვენგანი ცხოვრობს სულიერ სიბნელეში, დაბნეული, იმედგაცრუებული, შეშფოთებული და შეძრწუნებული… დაე, განათდეს თქვენი გულები რწმენის მეშვეობით.