„დახსნილი ყველა ცოდვისაგან“

by მათე თხელიძე
294 ნახვა

ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.

მათე 1:21

უფალო, დამიხსენი ჩემი ცოდვებისაგან. იესოს სახელით, მე მაქვს გაბედულება, რომ ვილოცო ამ ლოცვით. მიხსენი ჩემი წარსული ცოდვებისგან, რომ წარსულმა ჩვევებმა არ მაქციოს ტყვედ. მიხსენი ჩემი გამუდმებული ცოდვებისგან, რომ მე არ გავხდე ჩემი სისუსტეების მონა.

მიხსენი ცოდვებისგან, რომლებიც გამუდმებით ჩემ თვალწინაა, რათა არ დავკარგო მათდამი შიში. მიხსენი დაფარული ცოდვებისგან; ცოდვებისგან, რომლებსაც ვერ ვამჩნევ. მიხსენი უცაბედი და მოულოდნელი ცოდვებისგან; ნუ მომცემ უფლებას, ავყვე ჩემი გულისთქმის ნებას. მიხსენი, უფალო, ყველა ცოდვისაგან. ნურავითარ უკეთურებას ნუ მისცემ ნებას ჩემზე ბატონობისა.

მხოლოდ შენ შეგიძლია ამის გაკეთება. მე არ ძალმიძს ჩემი ბორკილების დამსხვრევა ან ჩემი მტრების მოგერიება. შენ შეგხვედრია საცდური, თუმცა არასოდეს ცდუნებულხარ. შენ მდგარხარ ცოდვის წინაშე, მაგრამ არასოდეს შეგიცოდავს. შენ იცი, როგორ გამამხნეო სირთულის დროს. შენ იცი, როგორ დამიხსნა ცოდვისაგან და ასევე, როგორ გადამარჩინო ცოდვილი. შენი სიტყვა ამას მპირდება და მე ვლოცულობ, რომ ამ დღეს აღსრულდეს ეს წინასწარმეტყველება. დამეხმარე, რომ არ მივცე ადგილი რისხვას, ბრაზს, შურს ან რაიმე სახის ბოროტებას, არამედ შემინახე შენს სიწმინდეში, რათა იესოს სახელი განდიდდეს ჩემში.

ჩარლზ სპერჯენი


ამავე კატეგორიის