იყავით მორჩილი ქრისტიანი

by ნინო ხუროშვილი
608 ნახვა

თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან ვარ.

იოანე 13:13

სულიწმიდა არასოდეს წაგიძღვებათ ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო მიმართულებით. ზოგი ადამიანი ამბობს: „უფალმა ამის გაკეთებისკენ მომიწოდა… ღმერთმა ის მიმართულება მიჩვენა…“

მე ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ ისეთ რამეს, რაც არ წერია ღვთის სიტყვაში. ღმერთი არასოდეს მოგვთხოვს ისეთი რამის შესრულებას, რაც თავისი სიტყვის საპირისპიროა.

წინასწარმეტყველმა სამუელმა თქვა: „მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია“ (1-ლი მეფეთა 15:22). წმინდა წერილი გვეუბნება: „ვისაც მისი ნების აღსრულება სურს, მიხვდება, ვისგანაა ეს მოძღვრება…“ (იოანე 7:17).

მაშინ, როცა გზა გებნევათ და არ იცით, საით წახვიდეთ, თუმცა ღვთის ნების შესრულება გსურთ, ის აუცილებლად გაგიცხადებთ თავის ნებას. იყავით მორჩილი ქრისტიანი და გახსოვდეთ: საითაც გაგიძღვებათ ღმერთი, ყველგან იზრუნებს თქვენზე.

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის