საკუთარი ცხოვრებისეული დანიშნულების შესასრულებლად უარი უნდა თქვათ საკუთარ გეგმებსა და მისწრაფებებზე და უნდა გაითავისოთ ღვთის ჩანაფიქრი.
შეუძლებელია, უბრალოდ „დაამატოთ“ მისიის შესრულება სხვა დანარჩენ მიზნებთან, რის შესრულებასაც ამქვეყნად აპირებთ. იესოს მსგავსად ჩვენც უნდა ვთქვათ:
ჩემი ნება კი არა, არამედ შენი იყოს, უფალო.
ჩვენ მის ფერხთით უნდა დავალაგოთ საკუთარი უფლებები, იმედები, ოცნებები, გეგმები და ამბიციები. აღარ უნდა მოვითხოვოთ ეგოისტურად: „ღმერთო, აკურთხე ჩემი წამოწყებები!“ ამის მაგივრად უნდა ვილოცოთ: „ღმერთო, დამეხმარე იმის შესრულებაში, რაზეც უკვე არის შენი კურთხევა.“ ამით ჩვენ თითქოს სუფთა ფურცელს ვაწვდით ღმერთს, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი, რათა მან ჩაწეროს შიგ მისთვის სასურველი დეტალები. ბიბლია მოგვიწოდებს:
წარუდგინეთ უფალს თავნი თქვენნი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულნი და თქვენი ასოები – სიმართლის იარაღად ღმერთს.
თუკი ნებისმიერ ფასად მიუძღვნით თავს საკუთარი ცხოვრებისეული დანიშნულების შესრულებას, მაშინ თქვენ მართლაც უხვი წყალობა გექნებათ ღვთისგან ბოძებული…
იესო დაგვპირდა:
თქვენ კი, უწინარეს ყოვლისა, ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე და ეს ყოველივე შეგემატებათ.