„რატომაა ამდენი ძალადობა სამყაროში?“

by მათე თხელიძე
676 ნახვა

ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია.

მათე 10:28

ყოველი ჩვენგანი ცდილობს, რომ რაიმე ახსნა მოუძებნოს სისხლისღვრასა და ძალადობას. ჩვენი დღეები სავსეა ავბედითი მომენტებით. ძალამ, რომელსაც კაცობრიობის განადგურება შეუძლია, თითქოს იმ ადამიანების ხელში გადაინაცვლა, ვისაც ამის კეთება სიამოვნებას ანიჭებს.

კარგი ადამიანები ძალადობისგან დაცულნი არ არიან. მკვლელებს არ აღელვებთ, ადამიანი ღვთისმოსავია თუ არა. ტერორისტები სულიერი მდგომარეობის მიხედვით არ არჩევენ მსხვერპლს. სისხლისღვრის წყურვილი და ბოროტება ცამდე აღწევს.

არ ვართ გამონაკლისნი, მაგრამ არც შიშისგან ვკანკალებთ. იესო ქრისტე ასეთი სასტიკი სამყაროს შესახებ ამბობს:

ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია.

მათე 10:28

მოწაფეებს იმედი სჭირდებოდათ. იესომ კი უთხრა მათ, რომ მოსალოდნელი იყო ტანჯვა, სასამართლოები, ზიზღი და დევნა; რომ მხოლოდ დაკეტილ ოთახში საუბრები ვერ გაზრდიდა მორწმუნეთა რიცხვს.

მათი რწმენა ძლიერი იყო, შესაძლოა იმიტომ, რომ მათ ნათლად ახსოვდათ უკაცრიელ სამარხებს შორის მყოფი იესო, სადაც ეშმაკეულნი დაძრწოდნენ.

იესომ თავისი მოწაფეები წაიყვანა

და როდესაც გაღმა, ღადარინელთა მხარეში მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც სამარხებიდან გამოვიდნენ, ისეთი მძვინვარენი, რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. და, აჰა, ატეხეს ყვირილი: ‘რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?’

მათე 8:28-29

ხალხი, ამ ეშმაკეულების შიშით, სასაფლაოსთან ახლოს გავლას თავს არიდებდა და შემოვლითი გზით დადიოდა.

არავითარი ყვირილი, შელოცვა, განრისხება ან მოთხოვნა, მხოლოდ ერთი სიტყვა – „წადით“ და იესომ განდევნა ისინი.

ჩვენ, ქრისტიანები, ძალადობის წყაროს ეშმაკში ვეძებთ. ჩვენ მას მივაწერთ დანაშაულს და სისხლისღვრას, ვისი დღეებიც დათვლილია.

ჩვენი იმედი იესოს ჭეშმარიტ გამარჯვებაში უნდა ვეძებოთ. უფალი გვამხნევებს:

ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია.

მათე 10:28

გაბედულებას უსაფრთხოების ზომების გაზრდა კი არა, სულიერი სიმწიფე შობს. ძალადობით სავსე დღეები ადამიანებს მეტი რწმენისკენ მოუწოდებს. შიში მათ არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს. ისინი ზედმეტად განიცდიან, თავს ესხმიან, ან უკან იხევენ. გამბედავი ადამიანები კი ცივი გონებით მოქმედებენ. ისინი თვალს არ იბრმავებენ და ეშმაკი თავგზას ვერ უბნევს მათ.

მარტინ ლუთერ კინგი ამის მაგალითია. მან აირჩია, არ შეშინებოდა მათი, ვინც ზიანის მიყენება განიზრახა მისთვის. 1968 წლის 3 აპრილს მან საათები დაჰყო თვითმფრინავში და ელოდა დაბომბვას. როცა დღის ბოლოს მემფისში ჩავიდა, დაღლილი და მშიერი იყო, მაგრამ არა შეშინებული.

„ჩვენ მძიმე დღეები გვქონდა,“ – მიმართა ხალხს – „მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს. როგორც ყველას, მეც მსურს, დიდხანს ვიცოცხლო. დღეგრძელობა სხვა დროს იყოს, მაგრამ ახლა ამაზე არ ვისაუბრებ. მხოლოდ მინდა, რომ უფლის ნება აღვასრულო. მე ვნახე აღთქმული მიწა. ამ ღამით ბედნიერი ვარ. არაფერზე ვღელავ. არავისი მეშინია. ჩემმა თვალებმა იხილეს უფლის დიდებულება.“

მის მოსაკლავად 24 საათზე ნაკლები დრო იყო საჭირო, თუმცა მათ, ვინც ლუთერის ვნება განიზრახეს, საწადელს ვერ მიაღწიეს; ვერ შეძლეს მისი სულის გატეხა.

ბოროტის მქმნელებს ნაკლებად შეუძლიათ გავნონ, თუ უკვე არ ხართ მსხვერპლი.

ადამიანის მოშიშარს მახე დაეგება, უფალზე დანდობილი კი დაცული იქნება.

იგავები 29:25

ნამდვილი გამბედაობა გულისხმობს სირთულეთა გადალახვას და საბოლოო გამარჯვებას.

ლაშქარმაც რომ დაიბანაკოს ჩემ წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; ომიც რომ ატყდეს ჩემ წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.

ფსალმუნი 26:3

ნუ დაგაძაბუნებთ შიში უამრავი რამის მიმართ; წინააღმდეგობა გაუწიეთ ცდუნებას, რომ უკან დაიხიოს მან. განმტკიცდით! ეს არის რწმენის დრო, უფლის იმედის დრო.

დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს. მოეშვი რისხვას და მიატოვე გულისწყრომა! ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე. რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან, ხოლო უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.

ფსალმუნი 36:7-8

გამბედაობა არჩევანია. დაე, ის შენი არჩევანიც იყოს.

მაქს ლუკადო


ამავე კატეგორიის