აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული.
წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ჩვენი ქცევის სიწმინდე იმასაც უნდა გულისხმობდეს, თუ რამდენად სარწმუნონი ვართ.
გავიხსენოთ, როგორ გმობდა ქრისტე ფარისეველთა და მწიგნობართა თვალთმაქცობას! მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში იესომ ამხილა თვალთმაქცური ლოცვა, მარხვა და მოწყალების გაღება.
ჩვენი სიტყვა სარწმუნო უნდა იყოს, როცა ვლაპარაკობთ იმ მიღწევათა შესახებ, რომლებიც გვაქვს ჩვენს მოწოდებაში. ღმერთი არ გვთხოვს ჩვენს მიღწევათა მიჩქმალვას, მაგრამ ამავდროულად, მას არ უნდა, რომ ვაზვიადებდეთ ჩვენს წარმატებათ თუ შესაძლებლობათ არც ლაპარაკისას და არც ფიქრისას.
ტყუილი არის ის, რაც ყოველთვის ეწინააღმდეგება სიმართლეს.